Friday, May 21, 2010



1) ბადრი პატარკაციშვილი (საქართველო) 12 მილიარდი
2) ბიძინა ივანიშვილი (საქართველო) 8 მილიარდი
3) თურგაი ჯინერი (თურქეთი) 7 მილიარდი
4) ტარიელ ვასაძე (უკრაინა) 5 მილიარდი
5) ნიჰათ გოგეითი ( გოგიტიძე) ( თურქეთი) 4 მილიარდი
6) ისმათ აჯარი ( ,,აჯარ ჰოლდინგი?) ( თურქეთი) 3 მილირდი
7) თემურ სეფიაშვილი ( ამერიკა) 3 მილიარდი
8)დავით იაკობაშვილი ვიმბილდანი ( რუსეთი) 3 მილიარდი
9) თენგიზ არშბა (რუსეთი) (ევრაზ ჰოლდინგი) 2,5 მილიარდი
10) ზურა წერეთელი (რუსეთი) 2 მილიარდი
11) დათო ჟვანია (უკრაინა) 1 მილიარდი
12) ასლან აბაშიძე (რუსეთი) 1 მილიარდი
12) გია ჯოხთაბერიძე (საქართველო) 1 მილარდი
13) ანზორ კიკალიშვილი (საქართველო) 1 მილიარდი
14) სოსო ორჯონიკიძე (რუსეთი) 1 მილიარდი
15) კახა ბენდუქიძე (საქართველო, რუსეთი) 1 მილიარდი
16) ვასილ ბაღდავაძე (რუსეთი) 1 მილიარდი
17) თამაზ სომხიშვილი (რუსეთი) 700 მილიონი
18) აბრამ ნანიკაშვილი ( ისრაელი) 700 მილიონი
19) დავით ბეჟუაშვილი (საქართველო) 600 მილიონი
20) ვიკა გელოვანი (მოსკოვი) 500 მილიონი
21) შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი) 500 მილიონი
22) ბუთა ელიავა (რუსეთი) 500 მილიონი
23) Lლევან ვასაძე (რუსეთი) 500 მილიონი
24) რომან ფიფია (რუსეთი) 500 მილიონი
25) თემურ ქარჩავა ( რუსეთი) 500 მილიონი
26) Bბადრი კაკაბაძე (რუსეთი) 500 მილიონი
27) მიხეილ მირელაშვილი ( რუსეთი) 500 მილიონი
28) ტარიელ ონიანი (ესპანეთი) 400 მილიონი
29) მამუკა ხაზარაძე (საქართველო) 400 მილიონი
30) შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი) 500 მილიონი
31) ალექსანდრე ებრალიძე ( რუსეთი) 300 მილიონი
32) პანტიკო თორდია (საქართველო) 250 მილიონი
33) ირაკლი ოქრუაშვილი (საქართველო) 250 მილიონი
34) ქიბარ ხალვაში (საქართველო) 200 მილიონი
35) თემურ ჭყონია (საქართველო) 200 მილიონი
36) გიორგი რამიშვილი (საქართველო) 200 მილიონი
37) ვალერი მელაძე (რუსეთი) 200 მოლიონი
38) სანდრო მეჟევიძე (საქართველო) 160 მილიონი
39) კახა ოქრიშვილი (საქართველო) 150 მილიონი
40) ზაზა ოქუაშვილი (საქართველო) 100 მილიონი
41) მაია რჩეულიშვილი (საქართველო) 100 მილიონი
42) პაატა კურტანიძე (საქართველო) 100 მილიონი
43) ზურა კინიხაძე ( რუსეთი) 100 მილიონი
44) ლევან და სოსო ფხაკაძეები (საქართველო) 100 მილიონი
45) ვალერი გელაშვილი (საქართველო) 100 მილიონი
46) რომან ცხვირაშვილი (ამერიკა) 100 მილიონი
47) გოჩა ზასოხოვი (საქართველო) 100 მილიონი
48) ვანო ჩხარტიშვილი (საქართველო) 100 მილიონი
49) ფრიდონ ინჯია (საქართველო) 100 მილიონი
50) ზურაბ ნოღაიდელი (საქართველო) 75 მილიონი
51) ზაზა ნიშნიანიძე (საქართველო) 70 მილიონი
52)ლაურა ღაჭავა (საქართველო) 60 მილიონი
53) თემურ უგულავა (საქართველო) 60 მილიონი
54) გოგი თოფაძე (საქართველო) 50 მილიონი
55) კოტე გოგელია (რუსეთი) 50 მილიონი
56) ნუგზარ შევარდნაძე (საქართველ) 50 მილიონი
57) ლაშა პაპაშვილი (საქართველო) 50 მილიონი
58) ვანო ზოდელავა (საქართველო) 50 მილიონი
59) ილია კოკაია ( ავსტრია) 50 მილიონი
60) ილო მოსიაშვილი (ისრაელი) 50 მილიონი
61) გოგი ლიპარტელიანი (საქართველო) 50 მილიონი
62) ელგუჯა ბუბუტაიშვილი (საქართველო) 40 მილიონი
63) თამაზ გაიაშვილი (საქართველო) 40 მილიონი
64) Kკახი კალაძე (საქართველო) 40 მილიონი
65) გია შერაძე (საქართველო) 30 მილიონი
66) ლევან პირველი (ავსტრია) 22 მილიონი
67) კაკო ჩხაიძე (საქართველო) 20 მილიონი
68) ავთანდილ წერეთელი (საქართველო) 20 მილიონი
69) გურამ ახვლედიანი (საქართველო) 20 მილიონი
70) ნიკა ჩიქოვანი (საქართველო) 20 მილიონი
71) ავთანდილ ჯორბენაძე (საქართველო) 20 მილიონი
72) მელორ ტყეშელაშვილი (საქართველო) 20 მილიონი
73) ჯემალ ინაიშვილი (საქართველო) 20 მილიონი
74) თემურ აფსაძე (ავსტრია) 20 მილიონი
75) არჩილ გეგენავა (საქართველო) 15 მილიონი
76) ირაკლი იაშვილი (საქართველო) 15 მილიონი
77) ზაზა სიორიძე (საქართველო) 10 მილიონი
78) ალეკო გოცირიძე (საქართველო) 10 მილიონი
79) ნიკო ლეკიშვილი (საქართველო) 10 მილიონი
80) ლევან გაჩეჩილაძე (საქართველო) 10 მილიონი


როგორ გგონიათ, ვინ არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი? ბილ გეიტსი? უორენ ბაფეტი? არა, ისინი ახლოსაც ვერ მივლენ ჯონ როკფელერთან, რომელიც ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად ითვლება.

ჯონ როკფელერი
image

პირველ რიგში თქვენს ყურადღებას სწორედ ჯონ როკფელერზე შევაჩერებთ. ჯონ როკფელერის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით) და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან მართლაც აისრულა.

ენდრიუ კარნეგი
image

ენდრიუ კარნეგმა სიმდიდრის მწვერვალს 68 წლის ასაკში მიაღწია. ამ დროისთვის მისი ქონება 298,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით).ფული ენდრიუს ფოლადის წარმოებიდან გაუჩნდა. 1880 წელს მან ფოლადის ჩამომსხმელი უმსხვილესი კომპანია დააარსა, რომელიც სარკინიგზო რელსებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. 1901 წელს 66 წლის ასაკში, კარნეგი ჩამოშორდა საქმეებს და თავისი წილი ჯონ პიერპონტ მორგანს 225 მილიონ დოლარად მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ ენდრიუ კარნეგი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც არა მარტო მსხვილი ბიზნესმენი, არამედ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპიც. მოგვიანებით იგი თავის ცნობილ ესსეში The Gospel of Wealth აღნიშნავდა, რომ სიმდიდრე უნდა განაწილდეს სხვა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ამ გზით მოხდეს საზოგადოების გამდიდრებაც. ენდრიუ კარნეგი საკუთარი სიტყვების ერთგული აღმოჩნდა და ქონების 90% სწორედ ქველმოქმედებაში დახარჯა. (ა კაცი)

ნიკოლოზ II ნიკოლოზ
image

II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) რუსეთის უკანასკნელი მეფე, რომლის ქონებაც 49 წლის ასაკში 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იგი იმპერიას 1894 წლიდან 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე მართავდა. მისი მმართველობა კი მსოფლიოს, პირველ რიგში, რუსეთში ანტისემიტური განწყობების გაზრდით, რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებით, რევოლუციითა და მისი ძის ავადმყოფობით დაამახსოვრდა, რომლის მკურნალობაც მხოლოდ იდუმალ რასპუტინს შეეძლო. რუსეთის უკანასკნელი მეფის ცხოვრება საიდუმლოებით, მითებითა და მითქმა-მოთქმითაა აღსავსე. თანაც, აღსანიშნავია, რომ თავად ნიკოლოზ II-ს იმაში, რომ მან კაცობრიობის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებული დამსახურება ნამდვილად არ აქვს. მას ეს ყველაფერი მემკვიდრეობით ერგო.

უილიამ ჰენრი ვანდერბილტი
image

უილიამ ჰენრი ვანდერბილტი, რომლის ქონებამაც პიკს, ანუ 231,6 მილიარდ დოლარს მფლობელის 64 წლის ასაკში მიაღწია, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი იყო. მას ისევე, როგორც დონალდ ტრამპს, ნულიდან ნადვილად არ დაუწყია. მამისგან-კორნელიუს ვანდერბილტისგან უილიამს მემკვიდრეობით 100 მილიონი დოლარი ერგო და თანაც, იგი შვილს ბავშვობიდანვე მემკვიდრედ ამზადებდა. სხვათა შორის, კორნელიუსი საკმაოდ მკაცრი მამა იყო და ზოგჯერ ვაჟს ”არაფრის მაქნის დებილსაც” კი უწოდებდა. რა თმქა უნდა, უილიამი ნამდვილად არ იყო ამგვარი ”ქების” ღირსი, რაც მან შემდგომში საკუთარი საქმიანობითა და მამის იმპერიის გაფართოებით დაამტკიცა კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობები მშობელსა და შვილს შორისაც დალაგდა და კორნელიუსი უკვე ამაყობდა უილიამის მიღწევებით. უმცროსი ვანდერბილტი 1885 წელს გარდაიცვალა და აღსანიშნავია, რომ ამ დროს იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა VII
image

აზაფ ჯა VII, რომელიც 50 წლის ასაკში 210,8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა, ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი მმართველი იყო. მოგვიანებით კი ეს რეგიონი ინდოეთმა დაიპყრო. თანამედროვეების აზრით, მისი უდიდებულესობა, რომელიც საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა, სერიოზულად იღვწოდა მასების განათლებისთვის, მეცნიერებისა და მშენებლობის განვითარებისთვის. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა დაწყებითი განათლება აუცილებელი ყველა მოქალაქისთვის და თანაც მისივე ბრძანებით, ღარიბები ამ განათლებას ყოველგვარი საფასურის გარეშე იღებდნენ, ხოლო როდესაც აზაფ ჯა 37 წლის იყო, თავის სამეფოში რკინიგზა და ელექტრობა გაიყვანა. 1937 წელს აზაფ ჯა ჟურნალ Time Magazine-ის ყდაზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით გამოჩნდა.

ენდრიუ მელონი
image

ცნობილი პიტსბურგერი ბანკირის ტომას მელონის ვაჟის, ენდრიუ მელონის სიმდიდრემ მისი მფლობელის 80 წლის ასაკში 188,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ენდრიუმ მუშაობა 17 წლის ასაკში, ხის დამუშავების ბიზნესით დაიწყო, 10 წლის შემდეგ კი სათავეში მამის ბანკს ჩაუდგა. ამას გარდა, იგი იმ კომპანიების აქციონერიც იყო, რომლებიც საქმიანობას ნავთობის, ფოლადისა და გემთმშენებლობის მიმართულებით ახორციელებდნენ. 1921 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა მელონი ფინანსთა მინისტრად დანიშნა და ამ პოსტს იგი ქვეყნის სამი პირველი პირის პრეზიდენტობის დროს იკავებდა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მელონმა შეძლო შეემცირებინა გადასახადები, ფედერალური ხარჯები და გაეზარდა ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.

ჰენრი ფორდი
image

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა და ალბათ ეს ადამიანი ყველაზე ცნობილია რეიტინგში მოხვედრილთა შორის. ჰენრის იცნობს ყველა, იმიტომ რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი თომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.

მარკუს ლიცინიუს კრასუსი
image

მარკუს ლიცინიუს კრასუსი (ძვ.წ.115 – 53), რომელიც 62 წლის ასაკში 169,8 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა, რომაელი მთავარსარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება სპარტაკის მეთაურობით მონათა აჯანყების ჩახშობა. კრასუსი აღნიშნულ რეიტინგში ყველაზე ადრეული ისტორიული ფიგურაა და აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონება მან ”რომის მტრების” სახლების იაფად შეძენით, მონებით ვაჭრობის განვითარებითა და ვერცხლის მომპოვებლობით იშოვა. ის არ ყოფილა ბიზნესმენი თანამედროვე გაგებით და ცდილობდა ყველგან საკუთარი ძალაუფლება გამოეყენებინა. ძალაუფლება და გავლენა კი მას ნამდვილად არ აკლდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბიზნესს გარკვეული გაგებით ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. იმ პერიოდში რომში საკმაოდ ხშირი იყო ხანძარი. კრასუსს კი მაღალკვალიფიციური მშენებლების ჯგუფი ჰყავდა. იგი დამწვარ სახლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს საკმაოდ იაფად ყიდულობდა და ამ ხერხით კრასუსის ხელში რომის უძრავი ქონება ხვდებოდა

ბასილი II
image

ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II იმპერიას 976-1025 წლებში მართავდა და 67 წლის ასაკში 169,4 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა. მისი მმართველობის დროს ბიზანტიამ ბულგარეთი შეიერთა და საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა. თითქოს იმპერიისთვის ოქროს ხანა უნდა დამდგარიყო, მაგრამ იმპერატორს მემკვიდრე არ დარჩენია და მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტია ნახევარი ასწლეულის განმავლობაში განადგურდა.

კორნელიუს ვანდერბილტი
image

კორნელიუსის ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 167,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს მისი მფლობელი 82 წლის იყო. ვანდერბილტმა სკოლა 11 წლისამ მიატოვა. მოგვიანებით კი იგი იხსენებდა: ”მე რომ განათლება მიმეღო, მაშინ არ მექნებოდა დრო მესწავლა სხვა დანარჩენი”. საკუთარი კარიერა კორნელიუსმა ნიუ-იორკში მეტივეობით დაიწყო. 16 წლის ასაკში იმისთვის, რომ გადაზიდვები თავად წამოეწყო, მან დედისგან ფული ისესხა. ბიზნესი საკმაოდ კარგად განვითარდა, ვადერბილტმა კი ზედმეტსახელი ”კომანდორი” მიიღო, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. კორნესლიუს ვანდერბილტი ისტორიაში შევიდა, როგორც ხისტი ბიზნესმენი, რომელიც კონკურენტების მიმართ განსაკუთრებულად შეუბრალებელი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხასიათის ამ თვისებამ მას უდავოდ დიდი წარმატება მოუტანა.
bil
geitsi

2 comments:

  1. LuckyClub Casino Site Review - LuckyClub Live
    Lucky Club offers a wide range of unique slots, poker and casino games, including blackjack, roulette, baccarat, and poker! 카지노사이트luckclub Rating: 4 · ‎Review by LuckyClub

    ReplyDelete
  2. MSCD - Gaming, Casinos and Games - DRMCD
    Learn 속초 출장샵 about all the 당진 출장안마 games, themes, payouts 여주 출장마사지 and bonuses available at 군산 출장안마 MSCD. Find information about slots, live casinos and their 대구광역 출장샵 promotions.

    ReplyDelete